Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

TikTok: 21 წლის ამერიკელი გოგონა ცხარე ცრემლებით ტირის იმის გამო, რომ დღეში 8 საათი მუშაობს და თავისუფალი დრო აღარ რჩება

სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც 21 წლის ამერიკელი გოგონა ჩივის, რომ კვირაში 5 დღე, 9-დან 5-მდე მუშაობს ოფისში და პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ აღარ რჩება, რამაც მისი ცხოვრება კოშმარად აქცია და ძალიან უჭირს, რადგან საშინლად იღლება.

ახალგაზრდა ქალი ნიუ-იორკში ბინის ქირის მაღალი საფასურის გამო იძულებული გახდა ნიუ-ჯერსიში გადასულიყო, ამიტომ იძულებულია ყოველდღე რვა საათი გაატაროს სამსახურში, რასაც ემატება ტრანსპორტით გადაადგილებისთვის დახარჯული დრო. შედეგი ის არის, რომ ის დილით 7:30 საათზე გადის და სახლში საღამოს, როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე ადრე 6:15 ბრუნდება, დაბრუნებული კი მხოლოდ შხაპის მიღებას, ჭამას და ძილს ახერხებს, რადგან ენერგია აღარ რჩება გარეთ გავიდეს და გაერთოს.

აღნიშნულ ვიდეოს სოც. ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომხმარებელთა ნაწილი იზიარებს მის პოზიციას მძიმე სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით და უთანაგრძნობს, ნაწილი კი მკაცრად აკრიტიკებს და  უბრალოდ ზარმაც და განებივრებულ ახალგაზრდად მოიხსენიებს, ხოლო მისი თქმით ზოგიერთმა მემარჯვენე-კომენტატორმა კონტექსტიდან ამოიღო მისი რამდენიმე ფრაზა და გამოიყენა ის საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გასამყარებლად. როგორც თვითონ გოგონა ამბობს, მას უბრალოდ სურდა გამოეხატა თავისი გრძნობები და საზოგადოებისგან რჩევა მიეღო.

როგორც ის განმარტავს, მიუხედავად ყველაფრისა ის ბედნიერია, რომ იპოვა სამსახური მისი ოცნების სფეროში, რომელიც მოსწონს და მისი ვიდეო გამიზნული იყო მისი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან იგივე სირთულეებს სამუშაო ბაზართან ადაპტაციაში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. როგორც ის აღნიშნავს მისი თაობის ახალგაზრდები ისევე შრომობენ, როგორც ხანდაზმული ადამიანები, თუმცა დაბალი ხელფასით და ცხოვრების გაზრდილი ხარჯებით და რომ უფროსი თაობის რისხვა მხოლოდ იმიტომ დაატყდა თავს, რომ მათში დაგროვილია აგრესია, რადგან ისინი უფრალოდ ფუჭად კარგავენ თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს ზეგანაკვეთურ მძიმე პოზიციებზე მუშაობით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *