Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინის კარზე გადატრიალება მოხდება-რა ელის რუსეთს

პრი­გო­ჟი­ნი პუ­ტინს მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბით ემუქ­რე­ბა. “ვაგ­ნე­რის“ დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ რუ­სეთს მალე ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ეყო­ლე­ბა. აჯან­ყე­ბუ­ლი პრი­გო­ჟი­ნი წინ მი­ი­წევს. „რო­ი­ტე­რის“ ცნო­ბით, ვო­რო­ნე­ჟის ყვე­ლა საკ­ვან­ძო და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტი, მათ შო­რის აე­რო­პორ­ტიც „ვაგ­ნე­რის“ კონ­ტროლ­ქვე­შაა. ვო­რო­ნეჟ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის რე­ჟი­მი შე­მო­ი­ღეს…

იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა რის­ტოვ­შიც – ქა­ლაქს სრუ­ლად „ვაგ­ნე­რე­ბი“ აკონ­ტრო­ლე­ბენ, ქა­ლა­ქის ყვე­ლა შე­სას­ვლელ-გა­სას­ვლე­ლი ჩა­კე­ტი­ლია, ცენ­ტრში კი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი დგა­ნან.

პრი­გო­ჟი­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ აჯან­ყე­ბა­ში 25 ათა­სი „ვაგ­ნე­რის“ მებ­რძო­ლი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, „ვაგ­ნერს“ დო­ნის როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი და აე­რო­პორ­ტიც კონ­ტროლ­ქვეშ ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი.

არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი, რომ კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქს უახ­ლოვ­დე­ბა. მოს­კოვ­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მია და­წე­სე­ბუ­ლი, სა­დაც ყვე­ლა გზატ­კე­ცი­ლი გა­და­კე­ტეს. კრემ­ლი სრულ პა­ნი­კა­შია და ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. ვო­რო­ნე­ჟი, რო­მელ­საც „ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ ნა­წი­ლი აკონ­ტრო­ლებს, მოს­კო­ვი­დან 500კმ-შია.

მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს – გადაკეტილი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი.

პუ­ტინ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ამ­გვარ სცე­ნარს არ ელო­და, სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­სე­თი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ზღვარ­ზეა, დიქ­ტა­ტო­რი ვაგ­ნე­რის მე­თა­ურს შუ­რის­ძი­ე­ბას და მრა­ვალ­წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას ჰპირ­დე­ბა. „ეს არის ღა­ლა­ტი და ზურ­გში და­ნის ჩარ­ტყმა“, – თქვა პუ­ტინ­მა სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვის დროს.

და­სავ­ლეთ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ ვაგ­ნე­რის სა­მიზ­ნე ახლა მოს­კო­ვია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *