Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: სასიყვარულო ურთიერთობა თურქ ქალთან, რომელმაც საზღვრები დაარღვია

სიყვარული რომ საზღვრებს და რელიგიას არ ცნობს ამის დასტურია ამბავი თურქი- ბერძენი წყვილისა.

საუბარია გასულ შაბათს, თურქი გაზმეს და ბერძენი გიორგოს ქორწილზე, როდესაც  შეყვარებულმა წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა და იქორწინა, მაშინ როცა მათ უკვე ყავთ 1,5 წლის შვილი.

გაზმე 28 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე, გიორგო 31 წლის, წარმოშობით კრიტიდან. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ  ირაკლიოში, კაფეში სადაც გაზმე მუშაობდა და უკვე ექვსი წელია ერთად არიან.

გაზმეს მამა კრიტზე პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით 2000 წელს ჩავიდა და ერთი წლის შემდეგ  მეუღლე და შვილებიც ჩაიყვანა.

გაზმემ ბერძნული სკოლა დაამთავრა და თავისუფლად ფლობს ბერძნულს, სწავლობდა დეკორატიულ ხელოვნებას. ახალგაზრდა ქალის თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელიც მათ შეექმნათ, ბიუროკრატიული ხასიათისა იყო.

იგი მართლმადიდებლად უნდა მონათლულიყო, რათა მათი ქორწინება და ქალიშვილის ნათლობა შემდგარიყო, თუმცა როგორც ის აღნიშნავს მას ჰქონდა სურვილი მართლმადიდებლად მონათლულიყო და ეს სიხარულით გააკეთა, ნათლობის შემდეგ კი სახელი მირსინი მიიღო.

ქორწილი ანოპოლის წმინდა გიორგის ეკლესიაში შედგა და ულამაზესი ცერემონიის მთავარი გზავნილი იყო, რომ სიყვარულში არ არსებობს საზღვრები, რელიგია და ფერები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *