Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

არასრულწლოვნების ჩხუბის შედეგად დაშავებული ბავშვი იოანინას საავადმყოფოში გადაიყვანეს

არასრულწლოვნების ჩხუბის შედეგად დაშავებული ბავშვი იოანინას საავადმყოფოში გადაიყვანეს

გუშინ ღამით იოანინას ცენტრში ახალგაზრდების შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.

ყველაფერი ღამის 23:00 საათზე დაიწყო სასამართლოს შენობის წინ.

Epirustv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 4 არასრულწლოვანს შელაპარაკება მოუვიდათ ერთ თანატოლთან და მალევე შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა. ჩხუბის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი ხაძიკოსტას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. 

დანარჩენი 4 არასრულწლოვანი კი განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს. ცნობილია რომ არასრულწლოვნებმა პოლიციის შენობა მალევე დატოვეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *