Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლის მიყიდვისთვის 2 პირი დააკავეს – დაკავებულებს პირობითი პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლის მიყიდვისთვის 2 პირი დააკავეს – დაკავებულებს პირობითი პატიმრობა შეეფარდათ

სამშაბათს, 26 აგვისტოს 54 წლის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მფლობელი და 58 წლის სუპერ-მარკეტის მეპატრონე დააკავა პოლიციამ კუნძულ სამოსზე არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური ნივთიერების მიყიდვის ბრალდებით.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 14 წლის ბიჭმა ალკოჰოლური ნივთიერების მოხმარების შედეგად გონება დაკარგა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა ინტოქსიკაციის სიმპტომების დასარეგულირებლად.

ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მფლობელმა არასრულწლოვანს 1 ჭიქა ღვინო, ხოლო სუპერ-მარკეტის მეპატრონემ კი ლუდი მიჰყიდა. 

დაკავებულებს პირობითი პატიმრობა შეეფარდათ.

ექიმები აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *