Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

მარია კოზაკუ საუბრობს ევროვიზიაზე.

მარია კოზაკუ საუბრობს ევროვიზიაზე.

ცხოვრების ეს ეტაპი ჩემთვის დამთავრდა. 

მარია კოზაკუმ კომენტარი გააკეთა წლევანდელ ევროვიზიაზე და სიმღერაზე „ზარი“,  რომლითაც მარინა სატი წარადგენს საბერძნეთს.

კონკურსის ყოფილმა წამყვანმა გადაცემა “სუპერ კატერინას” ეთერში ისაუბრა: “ევროვიზიის აურზაური საერთოდ არ მენატრება და უფრო მეტიც, ჩემთვის ცხოვრების ეს ეტაპი დამთავრდა.”

შემდეგ კი კომენტარი გააკეთა საბერძნეთის წარმომადგენლის წლევანდელ სიმღერაზე, რომელმაც მაყურებელთა აზრები ორად გაყო.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სიჩქარემ და იმპულსმა, რომლითაც მარინა სატის სიმღერამ პენეტრაცია მოახდინა საჯარო სივრცეში. პირადად მე ძალიან მომწონს ეს სიმღერისა და ვთვლი რომ სწორედ ეს არის ევროვიზიის ძალაც, მოახდინოს რაღაც გავლენა საზოგადოების თითოეულ წევრზე.”

ბოლოს კი აღნიშნა: „ყველას თავისუფლად შეუძლია დაიჯეროს ის, რაც სურს. არ შეიძლება ვთქვათ რომ ვისაც ეს სიმღერა მოსწონს არის ყველაზე ჭკვიანი, ან თუ არ მოსწონს ყველაზე განათლებული. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ და სიმღერის მიმართ ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე არ უნდა განვიკითხოთ სხვა ადამიანები. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ სასაცილოდ მეჩვენება გავრცელებული ინფორმაცია, რომ სიმღერის ტექსტი მოპარულია“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *