Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

არტა:ტრაგიკულად გარდაცვლილი ჩვილის მამა თავისუფალია

არტაში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მამა, რომელსაც შვილი მანქანაში დაავიწყდა, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შეზღუდვით, ბოდიშის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს .

ის თვითონ მივიდა საგამოძიებო ოფისში დილის 9:30-ის შემდეგ და არ უცდია პოლიციისთვის თავის არიდება.

“დასაწყისში მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდება  გამყარებული იყო იმ  მტკიცებულებებით, რაც ჰქონდათ გამომძიებელს და პროკურორს. იმედი მაქვს, ამ დრომდე  წაყენებული  ბრალდება  გაუფრთხილებლობით  გამოწვეული სიცოცხლის  მოსპობით  შეიცვლება” – განაცხადა 37 წლის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მამაკაცს  შვილის არსებობის შესახებ მომენტალურად დაავიწყდა,  რადგან ყოველდღიური პრობლემებით გადაღლილს გონება გაეთიშა.

მეუღლეს წარსულში მომხდარი ავარიის გამო   ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანის ეშინოდა, ამიტომ წაიყვანა მამამ, გზაში  ყავისთვის  გაჩერდა რა მომენტიდანაც  მას ბავშვის არსებობა დაავიწყდა რის შემდეგაც  მოხდა ეს შემზარავი ტრაგედია.

მისი თქმით, მამაკაცს მეუღლე გვერდში უდგას და არ ადანაშაულებს მომხდარში,  მხარს უჭერს და უთანაგრძნობს მას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *