Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

არტა: ჩვილის მშობლები ითხოვენ, რომ მათი შვილის დაკრძალვა დედის სოფელში არ მოხდეს

დაკრძალვის ადგილის შესახებ გადაწყვეტილება თავდაპირველად ბებიამ და ბაბუამ მიიღეს – მის შესაცვლელად პროკურორის ჩარევაა საჭირო.

მშობლები მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ ხვალ არ გაიმართოს  ტრაგიკულად  დაღუპული 5 თვის ბავშვის დაკრძალვა, რომელიც  37 წლის მამამ მანქანაში დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი ჩვილის მშობლების  გუშინდელ  შეხვედრაზე, რომელიც  წყვილს შორის,  ბავშვის  სიკვდილის შემდეგ  პირველად საავადმყოფოში შედგა, მათ შვილის დაკრძალვაზე იმსჯელეს, რომელიც ხვალ, შაბათს უნდა შემდგარიყო.

ბებია-ბაბუის გადაწყვეტილებას შვილიშვილი არტაში, დედის წარმოშობის ადგილას, სოფელში  დაკრძალონ, წყვილი ეწინააღმდეგება, რომელთაც სურთ, რომ მათი შვილი  დაიკრძალოს სხვა  სასაფლაოზე,    სადაც უფრო ხშირად შეძლებენ მისვლას და  სანთლის ანთებას.

ამავე ინფორმაციით, ბებია-ბაბუამ ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად იმიტომ მიიღო, რომ ორივე  მშობელი ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ სურდათ დაკრძალვის დეტალებით  მათი კიდევ მეტად  დამძიმება,  მაგრამ როდესაც მშობლებს  გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს, როგორც ჩანს,  დაკრძალვის გეგმები შეცვალეს.

ამავე ინფორმაციით, ხვალინდელი დაკრძალვის შესაცვლელად პროკურორის ჩარევაა საჭირო,  ამიტომ სავარაუდოდ ცერემონია სხვა დღეს გაიმართება.

გუშინ, ხუთშაბათს, ჩვილის   დედამ არტას საავადმყოფოში შვილის მამის პირადად ნახვა ითხოვა,სადაც ორივე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის შეხვედრა  საკმაოს ემოციური იყო,  ექიმებმა ორივე მშობელს შაბათს ბავშვის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *