Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: არამდგრადი ამინდის შემდეგ მომავალი კვირიდან ტემპერატურა მოიმატებს

ბოლო რამდენიმე დღის არასტაბილური ამინდის შემდეგ, უახლესი პროგნოზით,  ტემპერატურა  მომავალი კვირიდან დაიწყებს მატებას და  ძირითადად სამხრეთ საბერძნეთში (პელოპონისი, წრიული კუნძულები, დოდეკანისი და კრიტი) 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

კვირას ატიკის რეგიონშიც  თბილი ამინდი იქნება, ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს.

ასევე მოსალოდნელია აფრიკის კონტინენტის სიცხის სამდღიანი  “ტალღა” კვირიდან (14/5) სამშაბათის (16/5) ჩათვლით.

ტემპერატურა  სეზონის ნორმალურ დონესთან შედარებით  8-10 გრადუსით მაღალი იქნება.

გარდა ამისა, გაიზრდება ატმოსფეროში საჰარის მტვრის კონცენტრაციაც.

კვირას (14/5)  ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ადგილ-ადგილ მოსალოდნელია ღრუბელი, გაზრდილი სპორადული წვიმებით მაკედონიაში, თრაკიაში და შესაძლოა ეპიროსსა და თესალიაში.

ამავდროულად, იონიის ზღვაში ოდნავ  გაძლეირდება  სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი და ტემპერატურა მოიმატებს  26-დან 27 გრადუსამდე.

ორშაბათს (15/5) ჩრდილო იონიაში, ეპიროსსა და მაკედონიაში მოსალოდნელია  წვიმა.

იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, ტემპერატურა კი ოდნავ მოიმატებს.

სამშაბათს და ოთხშაბათს (16 და 17/5) კვლავ მოსალოდნელია  წვიმები  და ადგილობრივი შტორმი თავდაპირველად  დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში, ხოლო ოთხშაბათს ქვეყნის უმეტეს რაიონებში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *