Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

არტა: 38 წლის მამაკაცმა მამა თავში ქვის ჩარტყმით მოკლა

გასულ ოთხშაბათს არტაში უგზო- უკვლოდ დაიკარგა მამა და შვილი, რომლებსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებდა.

66 წლის მამაკაცი არტადან ლამიაში გაემგზავრა, სადაც მან საავადმყოფოდან გამოიყვანა მისი 38 წლის ვაჟი, რომელიც ავტოსაგზაო შემთზვევის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.

არტაში დაბრუნებამდე მათ გზიდან ოჯახში დარეკეს და შეატყობინეს, რომ სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროიდან მათი კვალი იკარგება, ისინი არც მობილურ ტელეფონებს პასუხობდნენ.

საბოლოოდ მამა-შვილის გაუჩინარების საქმე ტრაგიკულად დასრულდა. დაკარგული 66 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარი სავალალო მდგომარეობაში იყო და ცხოველის ნაკბენიც აღენიშნებოდა.

პირველადი ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა მათ შორის მომხდარი შელაპარაკების შემდეგ მამა თავში ქვის ჩარტმით მოკლა, შემდეგ კი მიიმალა.

პოლიციამ დამნაშავე შვილის კვალსაც მიაგნო, რომელიც მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს, სადაც მან აღიარა მამის მკვლელობა და აქვე განაცხადა, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, რადგან მამა თვითონ აპირებდა მის მოკვლას.

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

აქვე აღნიშნულია, რომ 38 წლის მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *