Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ირლანდია: “ეს არ იყო რასიზმი” აცხადებს ოფიციალური წარმომადგენელი შავკანიან სპორტსმენ გოგონასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ

გასული წლის მარტის ვიდეოს ხელახალი გამოქვეყნებით გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ, სადაც ასახულია ირლანდიაში მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირზე თუ როგორ ანიჭებს მსაჯი მედლებს ყველა თეთრკანიან ბავშვს და მხოლოდ ერთადერთ შავკანიან სპორტსმენს უვლის გვერდს, ქვეყნის სპორტის სამინისტრომ დაიკავა მკვეთრად უარყოფითი  პოზიცია და განაცხადა, რომ ტურნირში ჩართულმა სააგენტოებმა ახალგაზრდა გოგონას “ძლიერ ატკინეს გული”.

გარდიანის ცნობით, სამინისტროს ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გაირკვა, რომ უნა მეიმ, Sports Ireland-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ზედამხედველობს და ნაწილობრივ აფინანსებს ირლანდიაში სპორტის განვითარებას, გასულ წელს გოგონას ოჯახს განუცხადა, რომ მსაჯის საქციელი მედლების გადაცემის ცერემონიაზე არ იყო რასისტული განწყობით ნაკარნახები.

ამასობაში,  ინსტრუმენტული ტანვარჯიშში ცნობილმა და პოპულარულმა სპორტსმენებმა უკვე მიმართეს ოჯახს თანადგომის გამოსახატავად და დახმარებისთვის. ამის საუკეთესო მაგალითია ტანმოვარჯიშე საიმონ ბაილსი, რომელიც პატივს სცემს პატარა გოგონას ოჯახის სურვილებს მისი კონფიდენციალურობის დასაცავად და გოგონას პირადი მესიჯი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ მის გვერდით იყო.

საიმონ ბაილსმა და სხვა ტანმოვარჯიშეებმა გამოხატეს თავიანთი მწუხარება და აღშფოთება მომხდარის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღმაშფოთებელი ვიდეო კვლავ გავრცელდა სოციალურ ქსელში.

მაკ კენიმ, ორგანიზაცია SARI-ს თანადამფუძნებელმა, რომელიც დაეხმარა შავკანიანი სპორტსმენის ოჯახს ინციდენტთან გამკლავებაში, აღწერა თავისი რეაქცია უნა მეის განცხადებაზე: “მეიმ განაცხადა, რომ ინციდენტს რასიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და უბრალოდ მედლები აირია. მე ვუთხარი, რომ მისი პოზიცია მიუღებელია და კარგი იქნებოდა სწორი მხარე დაეკავებინა, რის შემდეგაც ის უბრალოდ ადგა და გავიდა.”

გარდიანმა Sports Irelands-ს მიმართა, რათა გაერკვია  წარმოადგენდა თუ არა უნა მეის მიერ გამოთქმული შეხედულება დღეს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. ხელისუფლების განცხადებაში ზოგადად ნათქვამია, რომ Sports Ireland იყო კონტაქტში Gymnastics Ireland-თან სიტუაციის გაცნობის შემდეგ და რომ იგი გმობს რასიზმის ნებისმიერ ფორმას.

შთამბეჭდავია, რომ არცერთ ზემოხსენებულ ორგანიზაციას არ გაუკეთებია არანაირი განცხადება ინციდენტის შესახებ  მანამდე, სანამ ფაქტის ამსახველი ვიდეო გასულ კვირას ხელახლა არ გავრცელდა. ეს სიჩუმე განსაკუთრებით შოკისმომგვრელია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად აღმაშფოთებელია ვიდეო: “ვერ მივხვდთით რატომ არავინ გვიკავშირდებოდა. ერთადერთი დასკვნა, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, არის ის, რომ მათ იმედი ჰქონდათ ინციდენტი დავიწყებას მიეცემოდა.”

ირლანდიის სპორტის, კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან გასცა ხელახალი გამოძიების ჩატარების განკარგულება და გააკრიტიკა Gymnastics Ireland-ის მიერ საქმის წარმოება.

” სამწუხაროა, რომ პროცესი ასე გაჭიანურდა. მათ ბავშვს უზომოდ ატკინეს გული, რის გამოც Gymnastics Ireland-მა სამართლიანად მოიხადა ბოდიში. სამინისტრო ატარებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას სპორტში რასიზმის ნებბისმიერი ფორმით გამოვლინებასთან მიმართებაში.”

ნახეთ ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *