Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

არღირუპოლი: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს ბავშვი, ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა – აცხადებს 18 წლის ბიჭის მამა, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა

არღირუპოლი: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს ბავშვი, ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა – აცხადებს 18 წლის ბიჭის მამა, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა

სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის 18 წლის ბიჭი, რომელსაც გუშინ შუაღამისას ვულიაღმენის გამზირზე ავტომანქანა დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ახალგაზრდას სხეულის მძიმე დაზიანებები მიადგა.

ახალგაზრდას ავტომანქანა გზის გადაკვეთისას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 18 წლის ბიჭი მეტროსკენ მიემართებოდა.

ავტომანქანას 19 წლის ბიჭი მართავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში. 18 წლის ბიჭის მამა აცხადებს, რომ მას უკვე ჩაუყარდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რადგან მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდამ ბევრი სისხლი დაკარგა, შეჯახების შემდეგ ის გონზზე იყო, თუმცა ადგომა არ შეეძლო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *