Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკაში ჩერნობილის ატომური ავარიის რადიოაქტიური კვალი ჯერ კიდევ არსებობს

ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი რადიაქტიურობის ლაბორატორიის კვლევამ აჩვენა, რომ ჩერნობილის ბირთვული ავარიიდან 37 წლის შემდეგ საბერძნეთში, ატიკის რეგიონში, რადიაქტიური კვალი ჯერ კიდევ არსებობს.

კერძოდ, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლეკანოპედის 23 ნომერში არსებულ პარკში აღმოჩნდა რადიაქტიური ნივთიერების ცეზიუმ 137-ის (Cs-137) კვალი, რომელიც ურანის დაშლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. 1986 წელს, ბირთვული ავარიიდან რამდენიმე დღეში, ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბერძნული კვლევითი ინსტიტუტის “დემოკრიტოს” მეცნიერებმა ქვეყანაში დააფიქსირეს საშიში რადიოიზოტოპების მაღალი კონცენტრაცია, როგორიცაა რადიოცეზიუმი, ასევე იოდი და თელურიუმი.

ათი წლის შემდეგ ხელახლა ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ საბერძნეთმა თითქმის მოიშორა რადიაქტიური დაბინძურების ყველანაირი კვალი, გარდა ცეზიუმ 137-ისა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მათ მიერ ბოლო კვლევებში ნაპოვნი დონეები საფრთხის ზღვართან შედარებით საკმაოდ დაბალია, მაგრამ მიუთითებს ცეზიუმის მუდმივ არსებობაზე, რომლის ნახევრად დაშლას 30 წელი სჭირდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *