Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

აუტიზმი: შეგვიძლია თუ არა ამოვიცნოთ ბავშვების თვალებში აუტიზმი

აუტიზმი: შეგვიძლია თუ არა ამოვიცნოთ ბავშვების თვალებში აუტიზმი

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ დღეს გამართული ღონისძიებები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება აუტიზმთან დაკავშირებით.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარების შედეგად სამედიცინო სფერო საოცრებებს ახდენს.

ახალი ღრმა დასწავლის ხელოვნური ინტელექტის მოდელების მეშვეობით კი შესაძლოა აუტიზმის ნებისმიერი ფორმის მარტივად დადგენა. ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ თვალის ბადურას გამოსახულება დასჭირდება.

უკვე არაერთხელ დამტკიცდა მეცნიერული კვლევების შედეგად, რომ თვალის ბადურასა და ტვინის ცვლილებებს შორის კავშირი უწყვეტია. 

გამომდინარე აქედან აუტიზმის მქონე ინდივიდების ბადურაში სტრუქტურული ცვლილებები ტვინში მიმდინარე ცვლილებების ანარეკლია. 

AI მოდელი ჯერ აუტიზმის მქონე და არმქონე ინდივიდების მონაცემების მეშვეობით გაწვრთნეს, შემდეგ კი სისტემას 958 ბავშვისა და მოზარდის ბადურა გააანალიზებინეს. მათი საშუალო ასაკი 7.8 წელი იყო, ნახევარს კი აუტიზმის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ ბადურაზე დაკვირვებით ამგვარ მონაწილეთა იდენტიფიცირება წარმატებით შეძლო, მაგრამ სიმპტომების სიმწვავე შედარებით ნაკლები, 48-66%-იანი, სიზუსტით დაადგინა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *