Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

აფეთქება პირეაზე და შემთხვევით გადარჩენილი მოსახლეობა

აფეთქება პირეაზე და შემთხვევით გადარჩენილი მოსახლეობა

პირეა: აფეთქების თვითმხოლველთა ჩვენებები  შოკისმომგვრელია. საბერძნეთის პოლიცია მაფიოზურ და კრიმინალურ დაჯგუფებებთან გამკლავებას ცდილობს.

პარასკევს, დილით, პირეაზე, ბენზინის გასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. აფეთქების ადგილზე მყოფი მოსახლეობა, შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

ინციდენტს საბერძნეთის პოლიცია სერიოზულად პრობლემად აღიქვამს, რადგანაც, საბერძნეთში, მაფიოზური და კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, სასიკვდილო კონტრაქტებსა და სერიოზულ მკვლელობებს დასასრული არ უჩანს.

“საბედნიეროდ, მე ცოცხალი ვარ” – აცხადებს ერთერთი მძღოლი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ბენზინის გასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა. შესაბამისად, სასწაულებრივად გადარჩნენ ბენზინის გასამართი სადგურის თანამშრომლებიც, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები გახდნენ.

„ბენზინგასამართ სადგურზე მივედი, რომ ტეპოზიტი შემევსო. როგორც კი ავტომობილი დავძარი, მძლავრი აფეთქების ფანჯრების მსხვრევის ხმა გავიგე. მანქანიდან გადმოვედი და დავინახე, რომ ირგვლივ ყველაფერი გაშავდა… საბედნიეროდ, მე ცოცხალი გადავრჩი! შოკირებულმა, ვერ გავარჩიე ჩემს სიახლოვეს თუ კიდევ ვინმე იმყოფებოდა“ – ამბობს თვითმხილველი, რომელიც აფეთქების ადგილიდან სულ რამოდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

მომხდარით შეშფოთებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

ომირიდუს ქუჩაზე აფეთქება იმდენად მძლავრი გახლდათ, რომ მისმა ხმამ პალეო ფალირომდე მიაღწია, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

პერიმეტრი პოლიციის ძალებმა შემოფარგლეს და მიმდებარე ქუჩებზე მანქანების მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია.

ვინ დგას თავდასხმების უკან?

ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავები ყველა წვრილმან დეტალს განიხილავენ იმისათვის, რათა გამოავლინონ დამნაშავეები, მათ შორის ისინიც, ვინც პარასკევს, გამთენიისას ბენზინგასამართ სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *