Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის დროშამ სარვამარტოდ ფერი იცვალა

საბერძნეთის დროშამ სარვამარტოდ ფერი იცვალა

საერთაშორისო ქალთა დღე ერთობ საზეიმო, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე დღეა იმ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად ერთი ქალი მაინც ემშვიდობება სიცოცხლეს. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეს დღე სხვადასხვანაირად აღინიშნება და დღეს ათენის მერიის ფასადიც ჯორჯია ლალეს ნამუშევრით შეიმოსა.

ეს ხელოვნების ნიმუში საბერძნეთში მაცხოვრებელი ქალბატონების მიერ შემოწირული თეთრეულისგანაა შექმნილი და ეძღვნება ყველა დაღუპულ ქალს და ოჯახური ძალადობის მსხვერპლს. 

“შემოწირულობა მივიღეთ ქალბატონებისგან, რომლებსაც თითქოს და საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ, სამწუხაროდ, თითოეული მათგანი ერთხელ მაინც ჩაწოლილა ამ თეთრეულში იმედგაცრუებული და შეშინებული.” სწორედ ამიტომ ვხედავთ ათენის მერიის შენობაზე დაშვებულ საბერძნეთის დროშას ფერშეცვლილს, სისხლისფერი თეთრეულისგან აწყობილს.


“და მართლაც რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების უმეტესობა საკუთარ სასთუმალზეა მოკლული, საკუთარ საწოლში. იმ გადასაფარებლებში, რომელსაც ყოველ დილით ასე გულმოდგინედ ასწორებდნენ და სწორედაც რომ ამ თეთრეულმა შთანთქა მათი სისხლი.” აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

“ქალთა საერთაშორისო დღე არის შესაძლებლობა ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ ქალთა გაძლიერებისთვის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. რათა შევქმნათ ისეთი სამყარო სადაც გენდერული თანასწორობა საუცხოო აღარ იქნება.” აცხადებს ათენის მერი, ხარის დუკასი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *