Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა-კვამლმა და ფერფლმა საბერძნეთამდე მოაღწია

ვრცელდება სატელიტიდან გადაღებული,  იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე მდებარე  ყველაზე დიდი ვულკანის, ეტნას ამოფრქვევის ამსახველი  ფოტოები,  რომლებშიც ჩანს, რომ  ვულკანური კვამლი და ფერფლი სიცილიიდან საბერძნეთშიც  გავრცელდა და წრიულ კუნძულებამდე მიაღწია.

Climabook.gr-ის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ჩანს, რომ კვამლი თავდაპირველად გადის პატრას, კვეთს ათენს და აღწევს  წრიულ  კუნძულებამდე.

2023 წლის 21 მაისს, კვირას,  ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა და ფერფლით  და კვამლით დაფარა ატმოსფერო,  რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა დაეხურა კატანიას აეროპორტი.

„ეტნას აქტივობისა და აეროპორტში მოვარდნილი დიდი რაოდენობით ვულკანური ფერფლის გამო, ფრენები შეჩერებულია მანამ, სანამ ფრენისთვის ხელსაყრელი გარემო  პირობები არ შეიქმნება”-  განაცხადა აეროპორტის ხელმძღვანელობამ.

ამოფრქვეული ფერფლი და  კვამლი დაახლოებით 5კმ სიმაღლემდე  აღწევდა, ხოლო გოგირდის დიოქსიდის (SO2) ნალექმა თითქმის 800 კმ დაფარა  ათენამდე და ეგეოსის ზღვამდე.

მთა ეტნა, რომლის სიმაღლე 3324 მეტრს აღწევს, ევროპაში ყველაზე აქტიური ვულკანია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *