Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

აღდგომა საბერძნეთში: ტრადიციები ნავპაკტოდან კერკირამდე

აღდგომა საბერძნეთში: ტრადიციები ნავპაკტოდან კერკირამდე

აღდგომა საბერძნეთში ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც მოიცავს მართლმადიდებლურ ტრადიციებისა და მდიდარი ხალხური წეს-ჩვეულებების ერთობას, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ქვეყნის თითოეული რეგიონი ინარჩუნებს საკუთარ განსაკუთრებულ წეს-ჩვეულებას.

მაგალითად ნავპაკტოში დიდი პარასკევის საღამოს, ვენეციური ნავსადგური იშვიათი სილამაზისა და ემოციების მქონე სცენად გარდაიქმნება. გალავანზე ათობით ანთებული ჩირაღდანი და ცეცხლმოკიდებული კვარი უნიკალურ სანახაობას ქმნის.

პარალელურად აღრინიოში ფეიერვერკებით ბრძოლა იმართება. 

“ხალკუნის” ბრძოლისთვის მომზადება ორი თვით ადრე იწყება. ამ დღისთვის ამზადებენ ხელნაკეთ ასაფეთქებელ ნივთიერებებს. რაც შეეხება ჩვეულების ისტორიას, თურქების მმართველობის წლებს უკავშირდება, როდესაც აღრინიოს მოსახლეობა ეპიტაფიის მსვლელობის დროს ხელნაკეთ მაშხალებს ანთებდა, თურქების განდევნის მიზნით.

კუნძულ კერკირაზე სოფელ ვარიპატადესში პარასკევსა და შაბათს ღამით უკვე 100 წელზე მეტია ლოკოკინებს წვავენ. ცეცხლ მოკიდებულ ლოკოკინებს კი სამეზობლოებში გალავნებზე, კიბეებზე და კედლებზე აწყობენ და ასე ანათებენ სოფლებს. მძიმე მარხვის ბოლო კვირის, მწუხრისა და გლოვის პერიოდში ლოკოკინების შუქი ჩამოწოლილ სიჩუმეს ავსებს და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *