Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

აშშ: მაინის ხოცვა-ჟლეტის მომწყობი 40 წლის დამნაშავე გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მომხდარი თავდასხმის სავარაუდო დამნაშავე რობერტ კარდი, რომელმაც 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ამერიკული მედია პოლიციის წყაროზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არმიის რეზერვისტი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

ის მკვდარია, აცხადებს მაინის შტატის პოლიცია, რომელმაც ცხედარი იპოვა. პოლიციის პირველადი ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

40 წლის რობერტ კარდი გარდაცვლილი იპოვეს ტყეში, გადამამუშავებელი ცენტრის მახლობლად, სადაც ის მუშაობდა, ლუისტონიდან დაახლოებით 8 მილის დაშორებით, იმ ქალაქიდან, სადაც ოთხშაბათს ის შეიჭრა ბოულინგის მოედანსა და რესტორანში და განურჩევლად ესროდა ყველას.

ორი დღის განმავლობაში პოლიცია აწარმოებდა ოპერაციას მის დასაკავებლად, ხოლო ხალხს სთხოვეს სახლში დარჩენა, რამდენიმე სკოლა და სავაჭრო ობიექტი კი დაიკეტა.

ეს თავდასხმა იყო ყველაზე სასტიკი და მასშტაბური, შეერთებულ შტატებში ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში გასულ წელს სკოლაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *