აცრა გერმანულად… 217-ჯერ
აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ გერმანულად…
გერმანია: აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ… 217-ჯერ
გერმანია: მამაკაცს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 217-ჯერ გაუკეთეს, მისი ქმედება კი, სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა.
გერმანელი მამაკაცი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას კვირაში თითქმის ორჯერ იტარებდა, მიუხედავად იმისა, რომ საამისო სამედიცინო მიზეზი არ არსებობდა.

62 წლის მამაკაცის 217- ჯერ აცრის ფაქტი დაფიქსირებულია სამეცნიერო ჟურნალში The Lancet Infectious Diseases. კაცმა სააცრე დოზები პირადად შეიძინა და 29 თვის განმავლობაში იკეთებდა ინექციას, იუწყება BBC. ეს გახლავთ ინექცია, საშუალოდ, ყოველ ოთხ დღეში…
როგორც კვლევებმა აჩვენეს, მამაკაცი ვაქცინაციის პერიოდს არ შეუწუხებია.
შემთხვეის გამო, რომელიც გაზეთების მეშვეობით გახდა ცნობილი, მამაკაცი ტესტირებაზე მიიწვიეს და ის ტესტირებას დათანხმდა.
მამაკაცის განცხადებით, ვაქცინა ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და საშუალებას იძლევა, ამოიცნოს და ებრძოლოს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა Covid-19.
მეცნიერთა კითხვაა, იმოქმედებს თუ არა ვაქცინებით გამოწვეული ზედმეტი სტიმულირება ადამიანზე; თუმცა, როგორც ჩანს, მამაკაცს არც იმუნიტეტის პრობლემა ჰქონია ოდესმე და არც კორონავირუსით არ დაავადებულა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მეცნიერები არ გვირჩევენ ვაქცინის ზედმეტ დოზას და აღნიშნავენ, რომ სამი, გამაძლიერებელი ვაქცინა ყველაზე ეფექტური მიდგომაა ვირუსის მიმართ.