Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ახაია: იწვის სახლები და კომერციული ფართები

ახაია: იწვის სახლები და კომერციული ფართები

ახაიაში ხანძარი მძვინვარებს. დამწვარია როგორც საცხოვრებელი ასევე კომერციული ფართები. 

ცეცხლი ერიმანთოში, ფლოღერეიკადან დაიწყო და მალევე დიდ ტერიტორიას მოედო ძლიერი ქარების გამო. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ 12 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში 9 ბოფორი სიმძლავრის ქარი ქროდა.

ახაიაში ხანძრის ორი ძირითადი კერაა ისომა და პლატანი. 

ისომადან ხანძარი ალისოსკენ მიემართება, სადაც 20 წყალფრქვევი და ვერტმფრენი მუშაობს. 

პლატანიში კი დასახლებული ტერიტორია იწვის.

უკვე ევაკუირებულია 26 დასახლება. საავადმყოფოში გადაყვანილია 3 ადამიანი სხეულის მძიმე დამწვრობებით. 

ხანძრის გამო გადაკეტილია პატრა-პირღოსის გზა ოვრიასა და კატო ახაიას მონაკვეთი.

ხანძრის კერების ჩასაქრობად მუშაობს 78 მეხანძრე, 27 სახანძრო მანქანით.

სახმელეთო ძალებს ეხმარება საჰაერო ძალებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *