Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაბერძნეთი

ახალგაზრდების პლატფორმაზე დასაბრუნებლად ფეისბუკი უჯიკე-ს ფუნქციას აბრუნებს

ახალგაზრდების პლატფორმაზე დასაბრუნებლად ფეისბუკი უჯიკე-ს ფუნქციას აბრუნებს

მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა, ფუნქციას თანამედროვე ელფერი მისცეს და ამჟამინდელ თინეიჯერებშიც პოპულარული გახადოს. Poke-ის ფუნქციაზე წვდომა გამარტივდება საძიებო ველის დახმარებით, რაც მისალმების გაგზავნის ფორმას უფრო მოსახერხებელს გახდის.

ახლა, როცა მეგობარს მოძებნით Facebook-ზე, საძიებო ველშივე ნახავთ Poke-ის ფუნქციას, რომელიც გაჩვენებთ ვინ „გიჯიკათ“ და ვისთვის გაქვთ ეს ჟესტი დასაბრუნებელი.  

მეტას თქმით, Poke-ის განახლებამ გასულ თვეში უმეტესად 18-29 წლის მომხმარებლებში 13-ჯერ გაზარდა აქტივობა. გამოდის, ის, რაც Facebook-ის რელიკვიად ითვლებოდა, ახლა ხელახლა იბადება თაობა ზეტსა და მილენიალებში. სულ პირველად კი Poke 2004 წელს გააცნეს მომხმარებლებს, ოღონდ მისი მიზანი ასე მკაფიოდ არასდროს ყოფილა განსაზღვრული. თუმცა ფაქტია, მრავალი მიზნისთვის გამოვიყენეთ — დაწყებული უბრალო მისალმებით, დამთავრებული ფლირტით.

ამ ეტაპზე Facebook ექაუნთი თინეიჯერების მხოლოდ 33%-ს აქვს, ახლა კი კომპანია იმედოვნებს, რომ Poke-ის დაბრუნებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის მეტად რელევანტური და მიმზიდველი გახდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *