Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: მძარცველები შენობების სახურავებზე ხტომით ცდილობდნენ პოლიციისგან თავის დაღწევას

ეჭვმიტანილების  დევნა თრილერის კადრებს  დაემსგავსა  ორშაბათს (08/05), გამთენიისას, ელექტრო  მაღაზიაში გაჩენილი  ხანძრის დროს.

სავარაუდოდ ორი კაპიუშონიანი მამაკაცი ძარცვის მიზნით  შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა  ვენიზელუს ქუჩაზე მდებარე IT და მობილური ტელეფონების მაღაზიას, რის  შემდეგაც აკრობატებივით  ხტებოდნენ სახურავიდან სახურავზე  და  ნივთებს ესროდნენ შემთხვევის ადგილზე მისულ  პოლიციელებს.

პირველი ინფორმაციით, ხანძარი დილის 2.30 საათზე გაჩნდა, თუმცა სავარაუდოდ   დამნაშავეების მთავარი სამიზნე დიდი ელექტრო  მაღაზია იყო  რომელიც მდებარეობს აგიო მინას და ვენიზელოს ქუჩების გადაკვეთაზე.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ გამოძიების დროს აღმოაჩინა და ამოიღო სპრეის ქილა, რომელსაც ძირზე ორი მავთული ჰქონდა მიმაგრებული.

ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა  მობილური  ტელეფონების მაღაზია , ასევე სერიოზულად დაზიანდა  მიმდებარე მაღაზიები.

პოლიციელები სახურავზე ავიდნენ და მათი დაკავება სცადეს, თუმცა ეჭვმიტანილები მიიმალნენ.

შემდეგ მათ მოახერხეს ამ ორიდან ერთის ადგილზე დაკავება, დაკავების კადრები  ადგილზე მისულმა ტელევიზიებმა დააფიქსირეს.

მეორე დამნაშავე კი აგიო მინას ტაძარში იმალებოდა, ის მოგვიანებით,  მოლაპარაკების შემდეგ დანებდა და დააპატიმრეს.

ამავდროულად მეზობლებმა, რომლებიც ქალაქის ცენტრში მიმდებარე ტერიტორიაზე  ცხოვრობენ, ზუსტად დაინახეს რა მოხდა, ისაუბრეს მიმდებარე  მაღაზიებისთვის ნაცნობ სიტუაციაზე, რომლებიც ხშირად ხდებიან მძარცველების სამიზნე.

ამ დროისთვის მოწმდება იყვნენ თუ არა დაკავებულები თანამზრახველები,  რადგან პირველი  დაკავებული ირწმუნება, რომ  ის არ მონაწილეობდა ძარცვაში და აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გრაფიტის გასაკეთებლად იმყოფებოდა.

ხანძარი სახანძრო სამსახურის მობილიზაციის შემდეგ ჩააქრეს, მაღაზია კი მთლიანად განადგურდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *