Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ახალი კვლევებით საბერძნეთი კვლავ ერთ-ერთი ჩემპიონია ჭარბი წონის მაჩვენებლით

მიუხედავად ადგილობრივი სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოთქმული შეშფოთებისა მზარდი ტენდენციების შესახებ,  საბერძნეთი კვლავ სიმსუქნის მსოფლიო ჩემპიონთა შორისაა  განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

საშუალოდ, 18 წლის ბერძენი მამაკაცები და ქალები ბოლო 20 წლის განმავლობაში აჩვენებენ წონაში მატებას  ნორმასთან შედარებით 15 და 7 კგ-ით, ანუ მათ აქვთ  დასაშვებთან შედარებით 2-4 კგ-ით მეტი წონა  ვიდრე მათი თანატოლებს ამერიკაში, ხოლო 3-5 კგ-ით მეტი ევროპის სხვა ქვეყნების  ახალგაზრდებთან შედარებით.

ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის მეცნიერთა ჯგუფი განმარტავს თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ჭარბი წონა  ბავშვების უმრავლესობასა და თინეიჯერების ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე და რა  უარყოფითი შედეგებით  აისახება  მომავალში ქვეყნის  ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე.

აქედან გამომდინარე, პრობლემის დაძლევა უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტს ხელისუფლებისათვის.

აქვე ხაზგასმულია, რომ კვლევებზე დაყრდნობით ბოლო წლებში  სიმსუქნე ხასიათდება, როგორც პანდემია, რომელიც ამცირებს  ცხოვრების ხარისხს და  იწვევს   ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გართულებებს ნორმალური წონის ადამიანებთან შედარებით. დიაბეტი, სიმსივნური წარმონაქმნები, , ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია და განსაკუთრებით  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მეტწილად   დაკავშირებულია სიმსუქნესთან.

აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალგაზრდების ყოველდღიური ზომიერი  ფიზიკური აქტივობა (სკოლის შიგნით ან მის გარეთ) მინიმუმ 1½  საათით.

ამის მიღწევა შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის მრავალი მოკლე ინტერვალის დამატებით:  სიარული, ველოსიპედით სიარული, სპორტი და ა.შ  რათა დაიფაროს კვირაში დაახლოებით 1800 კალორიის დოზა.

საბოლოოდ, ბერძენი მკვლევარები გვთავაზობენ ინტერვენციული პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას სკოლებში, ჯანსაღი კვების ჩვევების დანერგვას და  ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებში ფიზიკური აქტივობის პროპაგანდას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *