Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ახალი წლის მოსვლასთან ერთად ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტირების სამინისტრო საბერძნეთის მოსახლეობას სიახლეებს ჰპირდება

ახალი წლის მოსვლასთან ერთად ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტირების სამინისტრო საბერძნეთის მოსახლეობას სიახლეებს ჰპირდება

ტელემაუწყებელ ΕΡΤ-თან ისაუბრა ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, ვასილის იკონომუმ სიახლეებზე, რომლებსაც ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსის რესტრუქტურიზაციის შედეგად უნდა ველოდოთ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ახალი წლიდან განახლდება სატრანსპორტო საშუალებები მათ შორის ავტობუსები და მეტროსადგურები.

“ამჟამად 100 ელექტრო-ავტობუსი გვყავს, რომლებიც ქალაქში მოძრაობას იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. ზაფხულისთვის ათენში უკვე 950 ახალი ავტობუსი უნდა გვყავდეს. ხოლო 2027 წლამდე კი სრულიად უნდა იყოს ჩანაცვლებული ძველი ავტობუსები ახალით.” – აცხადებს ვასილის იკონომუ.

ასევე იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის წესის ცვლილებაც. კერძოდ ათენის სატრანსპორტო საშალებებში (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი) ამოქმედდება უკონტაქტო გადახდის მეთოდი, რაც ითვალსწინებს როგორც საბანკო ბარათით, ასევე ციფრული საფულით (ტელეფონიდან ან სმარტ ვოჩიდან) ბილეთის საფასურის გადახდას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მგზავრები ჩვეულებრივ რეჟიმში შეძლებენ ძველი მეთოდით, დაბეჭდილი ბილეთებით მგზავრობას. ახალი გადახდის მეთოდი არის მათთვის ვისაც არ სურთ ჩადგნენ რიგში ბილეთების აპარატებთან, ან მოიცადონ სალაროებთან. 

იმისთვის რომ მგზავრებმა უკონტაქტო გადახდით ისარგებლონ აუცილებელია ტელეფონებში ჩამოტვირთონ შესაბამისი აპლიკაცია EMV – Tap & Pay.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *