Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ახარნონზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმე გაიხსნა- დაკავებულია 35 წლის ბანგლადეშელი მამაკაცი

უსაფრთხოების კამერებიდან მიღებული მასალა, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიყენებული ჭრილობები, დანაშაულის ადგილზე დატოვებული ანაბეჭდები, ასევე ხელებზე სამკაულები არის მტკიცებულება, რამაც ატიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრები 35 წლის ბანგლადეშელის დაკავებამდე მიიყვანა 46 წლის ტრანსგენდერი ქალის სასტიკი მკვლელობისთვის.

აღნიშნული მტკიცებულებები ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადასტურებს მკვლელობაში 35 წლის მამაკაცის მონაწილეობას.

როგორც პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ირკვევა, ბანგლადეშელი მკვლელობის დღეს, დილით ადრე ჩნდება, შედის ფილის ქუჩაზე დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში და რამდენიმე საათის შემდეგ ტოვებს ბინას ფანჯრიდან გადახტომით.

დანაშაულის ადგილიდან გაქცევის შემდეგ, რაიონში არსებული კამერები მას ისევ აფიქსირებენ ათენის ცენტრში ფეხით გადაადგილებისას და ხელებსა და სახეზე დაზიანებების ნიშნები, რომლებსაც ის ატარებს, აჩვენებს, რომ ამას წინ უძღოდა ბრძოლა. მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაადგილდება და ბოლოს ომონიაზე, საკუთარ ბინაში ბრუნდება.

თუმცა 35 წლის მამაკაცის იდენტიფიცირებაში კამერის კადრების გარდა კიდევ ორმა ელემენტმა ითამაშა როლი. ერთი იყო ანაბეჭდები,  რომლებიც მან დანაშაულის ადგილზე დატოვა და მეორე – სამკაულები, რომლებიც ხელებზე ეკეთა.

უფრო კონკრეტულად, გამოძიების დაწყებიდან პოლიციამ ვიდეოკამერების მიერ აღბეჭდილ კადრებში შენიშნა, რომ იმ დროისთვის უცნობ დამნაშავეს ხელზე ბეჭედი და პატარა ჯაჭვი ეკეთა. როდესაც 35 წლის შენიშნეს გასულ სამშაბათს პეტრალონაში და დააკავეს პოლიციამ შეამჩნია, რომ მას ზუსტად ისეთი ბეჭედი და ჯაჭვი ეკეთა, როგორსაც ატარებდა დამნაშავე კამერების მიერ გადაღებულ კადრებში. ასევე, დანაშაულის ადგილზე ჩატარებული გამოძიებით, სხვა დეტალებთან ერთად, აღმოჩენილია მისი თითის ანაბეჭდები.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს დაკავებისას თავზე, ხელებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე აღენიშნებოდა დაზიანებები, პოლიციის კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა ისინი მან უპასუხა, რომ უცნობმა თავდამსხმელებმა სცადეს მისი გატაცება და დაჭრა.

ამ დრომდე 35 წლის ბანგლადეშელი მამაკაცი მკვლელობის საქმეში მონაწილეობას უარყოფს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *