Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

უამინდობის ფენომენი Bora: სამაშველო სამსახურში შესული ზარების რაოდენობამ 4000 ზარს გადააჭარბა

უამინდობის ფენომენი Bora: სამაშველო სამსახურში შესული ზარების რაოდენობამ 4000 ზარს გადააჭარბა

4 049-ს მიაღწია ზარების რაოდენობამ, რომლებიც სახანძრო-სამაშველო სამსახურში შაბათს, 30 ნოემბრიდან დღემდე, დილის 06:00 საათამდე შევიდა.

უფრო კონკრეტულად კი გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ მიიღო:

  • ცენტრალური მაკედონიიდან 2 570 ზარი, რომელთაგანაც საჭირო გახდა 1 174 შემთხვევაში ხეების მოჭრა, 50 შემთხვევაში სხვადასხვა ნივთებისგან ადგილის გაწმენდა, 172 შემთხვევაში წყლის ამოტუმბვა და 10 შემთხვევაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა
  • კუნძული ლიმნოსიდან 152 ზარი დაფიქსირდა, რომელთაგანაც 75 შემთხვევაში წყლის ამოტუმბვა გახდა საჭირო, ხოლო 36 შემთხვევაში კი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
  • კუნძული ხიოსიდან კი 31 ზარი დაფიქსირდა, რომელთაგანაც 2 შემთხვევაში საჭირო გახდა ხეების მოჭრა, 14 შემთხვევაში წყლის ამოტუმბვა, ხოლო ასევე საჭირო გახდა 1 წყალდიდობისგან დაზარალებული პირის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
  • კუნძული როდოსიდან სამაშველო სამსახურში ჯამში 1 277 ზარი შევიდა, საიდანაც 10 ზარის განხორციელების შემთხვევაში საჭირო გახდა ხეების მოჭრა, 135 შემთხვევაში წყლის ამოტუმბვა, ხოლო 80 შემთხვევაში კი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *