ბაბის ანაგნოსტოპულოსი-შერეულ ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლოში მეუღლის მკვლელი სამუდამო პატიმრობის შეცვლას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით,  2021 წლის 11 მაისს “გლიკა ნერაში”, საკუთარ სახლში, 20 წლის ცოლის ქეროლაინ კრაუჩის ცივსისხლიანი მკვლელობისა და ლეკვის  ჩამოხრჩობაში ბრალდებული, 34 წლის   მსჯავრდებული სასამართლოში იმ ადვოკატთან ერთად  გამოჩნდება   რომელიც მას დაკავების შემდეგ ჰყავდა და რომელიც  ასევე წარმოადგენდა მას პირველ სასამართლო პროცესზე.

იმ პროცესიდან, რომელიც დღეს უნდა დაიწყოს, მალანდრინოს ციხის პატიმარი,  პირველი სასამართლო განაჩენის გაუქმებას და უვადო პატიმრობის გადაწყვეტილების განმეორებით გადახედვას ელის.

პილოტი  ცდილობს დაარწმუნოს   მოსამართლეები რომ, ყველაფერი ძლიერი ემოციური მუხტის  პირობებში მოხდა, რომ ის აღელვებული იყო და აფექტის მდგომარეობაში მოქმედებდა.

ანაგნოსტოპულოსი იმედოვნებს, რომ მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულები მისთვის უფრო ხელსაყრელ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

სასამართლოში გამოცხადდება ასევე დაზარალებული   მხარეც.

20 წლის ქეროლაინის მშობლები, მათ ადვოკატთან ერთად ითხოვენ, რომ  ბრალდებულს სასჯელი არ შეუცვალონ, არ შეუმცირონ   სასჯელი იმ ადამიანს, ვინც მათი ქალიშვილი არაადამიანურად მოკლა და შემდეგ  თვალთმაქცურად  “გლოვობდა”.

შეგახსენებთ, რომ ბაბის ანაგნოსტოპულოსი ბრალდებულია თავისი 20 წლის  მეუღლის მკვლელობაში.

ის ამტკიცებს, რომ ყველაფერი ჩხუბის შემდეგ მოხდა, რომლის დროსაც მსხვერპლმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა მათ ქალიშვილს, რომელიც იმ დროს მხოლოდ 11 თვის იყო.

თუმცა მოსამართლეების განხილვით   დანაშაული, რომელმაც შოკში ჩააგდო საბერძნეთი და  არა მარტო,   კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და  მეთოდურად შესრულებული იყო დამნაშავის მიერ.

მან ახალგაზრდა მეუღლე  ბალიშის  თავზე დაჭერით გაგუდა, ჩამოახრჩო ძაღლი, რის შემდეგაც ძარცვის ინსცენირება მოაწყო და პოლიციას შეატყობინა.

დანაშაულმა  სენსაცია გამოიწვია არა მხოლოდ იმ განსაკუთრებული სისასტიკის გამო,  რაზეც მტკიცებულებები მოწმობს, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ   როგორც აღმოჩნდა აღნიშნული დანაშაული იყო საზიზღარი ქმედებების თანმიმდევრობა, ჩადენილი იმ კაცის მხრიდან, რომელიც ტიროდა და ხელისუფლებას დამნაშავეების დაჭერას სთხოვდა.