Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

“აკროპოლისის მუზეუმი”- მსოფლიოს 100 საუკეთესო მუზეუმს შორის

 

 გამოკითხვის მიხედვით, აკროპოლისის მუზეუმი 27-ე ადგილზეა ვიზიტორთა რაოდენობით (1,451,727 ვიზიტორი წელიწადში.)

აკროპოლისის მუზეუმი მსოფლიოს 100 ყველაზე პოპულარული მუზეუმის სიაში შევიდა.

ერთადერთი ბერძნული მუზეუმი, რომელსაც ადგილი აქვს პირველ 100-ს შორის.

პირველ ადგილს იკავებს ლუვრი, დაახლოებით 7,7 მილიონი ვიზიტორით წელიწადში.

მეორე ადგილზე ვხვდებით ვატიკანის მუზეუმებს ორნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორით, რასაც მოჰყვება ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში და ტეიტ მოდერნი.

საუკეთესო ხუთეულს აგვირგვინებს  კორეის ეროვნული მუზეუმი სეულში

აკროპოლისის   გორაზე,  ათენში, ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთების გამოფენისთვის აგებული ეს მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 2009 წლის 20 ივნისს.

ბერნარდ ჩუმის  პროექტით აგებული ახალი მუზეუმი აკროპოლისის ფერხთით მდებარეობს. მშენებლობის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა არისტოტელეს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, არქეოლოგი დიმიტრიოს პანდერმალისი.

პირველ სართულზე ,,აკროპოლისის ფერდობების გალერეა” მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია ანტიკური პერიოდის საგნები, რომლებსაც ათენელები ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითქმის ყველა ისტორიულ პერიოდში იყენებდნენ.

ასევე წარმოდგენილია მშვენიერი არქაული ახალგაზრდა ქალების გამოსახულებები, ცხენოსნები, ქალღმერთ ათენას ქანდაკებები, მარმარილოს რელიეფები და ბრინჯაოსა და თიხის პატარა ნივთები.

მესამე სართულზე, მინის გალერეაში მდებარეობს ,,პართენონის გალერეა”, სადაც რელიეფური ქანდაკებებია გამოფენილი.

ბერძნული მითოლოგიის რელიეფური გამოსახულებები მარმარილოს ფილებითაა გამოთლილი.

აგრეთვე წარმოდგენილია ორი კვარცხლბეკი: აღმოსავლეთის კვარცხლბეკი – ქალღმერთ ათენას დაბადებას ასახავს, ხოლო დასავლეთის კვარცხლბეკი – ათენასა და პოსეიდონს შორის ატიკას მიწაზე გამართულ ბრძოლას.

პართენონის გალერეის ნახვის შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ, პირველ სართულზე დაბრუნდნენ, რათა პირველი სართულის ჩრდილოეთით გამოსახული გასაოცარი კლასიკური ქანდაკებები და მათი რომაული ასლები მოინახულონ, აგრეთვე ძვ. წ. V და IV საუკუნეებით დათარიღებული რელიეფების, სკულპტურებისა და პორტრეტების ნიმუშების დათვალიერებაც შესაძლებელია.

იხილეთ მეტი

ბაბის ანაგნოსტოპულოსი სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *