Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
სამშაბათი, მაისი 12, 2026
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი: მამა და ბიძა 10 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილთა შორის არიან

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით სამ ადამიანს წარედგინა ბრალი 10 წლის პაკისტანელი გოგონას სარა შარიფის მკვლელობაში, რომელიც გასულ თვეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ პირებს შორის არის გოგონას მამაც.

შარიფი 10 აგვისტოს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ვოკინგში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გაკვეთამ აჩვენა, რომ მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

მისი მამა, 41 წლის ურფან შარიფი, მისი პარტნიორი ბაინას ბათული და გოგონას 29 წლის ბიძა ცხედრის პოვნამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრნენ პაკისტანში.

სამივე მათგანი გუშინ უკან დაბრუნდა ბრიტანეთში და ისინი  ლონდონის აეროპორტში დუბაის რეისის ჩამოსვლისთანავე დააკავეს.

პოლიციის განცხადებით სამივე მათგანს ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში და სავარაუდოდ დღეს მათ სასამართლოში გადაიყვანენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *