Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

პელიონი: გერმანელი ტურისტის გარდაცვალება საიდუმლოებით არის მოცული

სამხრეთ პელიონში შუახნის ტურისტი ქალი გერმანიიდან, დასასვენებლად ყოფნის დროს უცნაურ გარემოებაში გარდაიცვალა.

პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა გარდაცვალების მიზეზების დადგენას და იმის გარკვევას, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი, რომელსაც სახლი ჰქონდა ნაქირავები სამხრეთ პელიონში და შვებულებაში იმყოფებოდა, დაახლოებით 11 დღის წინ, სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს და მისი გარდაცვალება თავდაპირველად პათოლოგიურ მიზეზებს მიაწერეს. ცხედარი ლარისას სასამართლო-სამედიცინო სამსახურში გადაასვენეს, სადაც  გასულ კვირას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

როგორც საინფორმაციო წყარო იტყობინება, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალს ზურგში პატარა კალიბრის პისტოლეტის ტყვია ჰქონდა მიღებული.

ამ ფაქტმა პოლიციის მობილიზება გამოიწვია, რომელიც იარაღსა და დამნაშავეს ეძებს, რათა დადგინდეს ეს მკვლელობა იყო თუ უბედური შემთხვევა, რადგან სინამდვილეში ეს ვაზნები არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება, თუმცა მათ შეუძლიათ სიკვდილი გამოიწვიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოზე დარტყმის შემთხვევაში ან თუნდაც სისხლდენის გამო.

საქმეზე გამოძიება პოლიციის თანამშრომლებმა გადაიბარეს, რომლებიც იკვლევენ, იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა, რადგან დაზარალებულმა შესაძლოა ვერ გააცნობიერა, რომ ტყვია მიიღო და ზღვაზე წავიდა, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ძებნილი იარაღი არ აღმოჩნდა, მაგრამ დაკავებულია ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (ვადაგასული თოფის შენახვა) და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფაქტზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *