Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ბერძენი პროგრამისტის მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია, რომელიც იგერიებს კოღოებს და ტარაკანებს

ზაფხული ბევრისთვის საყვარელი სეზონია, მაგრამ არა მათთვის, ვისაც აუტანელ დისკომფორტს უქმნის ამ პერიოდში კოღოების და ტარაკანების გააქტიურება.

26 წლის ბერძენმა პროგრამისტმა ხრისტოს აპოსტოლუმ  იპოვა გამოსავალი და შექმნა უფასო მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც კოღოების და ტარაკანების ბგერითი სიხშირის საშუალებით მოგერიებაა შესაძლებელი.

“Ksou Ksou” პირველი ბერძნული მობილური აპლიკაციაა, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ და ღილაკის დაჭერით აშორებს შემაწუხებელ კოღოებს და ტარაკანებს, ქმნის რა დამცავ “ფარს” ჩვენს ირგვლივ და მოქმედებს როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალება.

კერძოდ, აღნიშნული აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, ღილაკზე დაჭერით, მობილური ტელეფონის დინამიკიდან უბრალოდ აქტიურდება განსაზღვრული ბგერითი სიხშირე და გამოსცემს პერკუსიულ ხმას, რომელსაც ადამიანის ყური ძალიან დაბალი სიხშირის გამო ვერ აღიქვამს, მაგრამ ადვილად აღქმადია კოღოებისა და ტარაკანების მიერ და აღიზიანებს მათ.

აპლიკაციას აქვს უნარი  დაფაროს 9 კვადრატული მეტრის ფართი ჩვენს გარშემო და სხვა არაფერია საჭირო გარდა  მობილური მოწყობილობის უბრალოდ ფუნქციონირებისა.  აპლიკაცია მობილური ტელეფონის ინტერნეტთან დაკავშირების გარეშეც  მუშაობს დამოუკიდებლად და მწერებისთვის შემაშფოთებელი ხმების გამომუშავებით  შეუძლია მოიგერიოს კოღოების 60-ზე მეტი სახეობა.

აღნიშნული აპლიკაცია უფასოა  და სულ მოკლე ხანში მან უკვე მიაღწია 95000 ჩამოტვირთვას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *