Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ელეფსინაში ექვსი არასრულწლოვანი დააკავეს – ისინი მოსწავლეებს დანით დაემუქრნენ

არ წყდება არასრულწლოვანთა დანაშაულის შემთხვევები. პოლიცია თითქმის ყოველდღე ადებს ბორკილებს მოზარდებს მათ მიერ ჩადენილი ძარცვის, ქურდობისა და ძალადობის გამო.

ამჯერად პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა ლიოსიაში, რომლებმაც შექმნეს დაჯგუფება და გაძარცვეს თანატოლები, რომლებიც სასეირნოდ იმყოფებოდნენ ელეფსინას სანაპიროზე.
კონკრეტულად, ექვსი არასრულწლოვანი თავს დაესხა პირეას სკოლის ორ მოსწავლეს, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და დასაკეცი დანების მუქარით წაართვეს ქურთუკები და 10 ევრო.
ძარცვის შემდეგ მცირეწლოვანი დამნაშავეები მაშინვე გაიქცნენ.  ბავშვებმა მომხდარი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, სადაც თანამშრომლებმა მათ სავარაუდო დამნაშავეთა ფოტოები აჩვენეს და არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა ერთ-ერთი მათგანი ამოიცნეს.

პოლიციამ აღნიშნულ რაიონში ჩხრეკის ჩატარების შედეგად ექვსი არასრულწლოვანი დააკავა. მათ წინააღმდეგ საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა და დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *