Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ბერძნული მაფია პირველობისთვის იბრძვის.

ბერძნული მაფია პირველობისთვის იბრძვის.

კალითეაში, ორშაბათს გამთენიისას, განსაკუთრებით ძლიერმა აფეთქებამ ალკოჰოლური სასმელების მაღაზია მიწასთან გაასწორა.

ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის წინ გაჩერებული მანქანის აფეთქების შედეგად წამოსულმა ტალღამ 100 მეტრის რადიუსზე ჩაამსხვრია საცხოვრებელი და კომერციული ფართების შუშები და ერთ–ერთი საცხოვრებელი შენობის შესასვლელი ნაწილებად დაშალა.

შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც ნათელი ხდება, რომ აფეთქება შემთხვევითი არ იყო და ბომბი სპეციალურად დაამონტაჟეს. ეჭვებს ამყარებს ის ფაქტიც რომ ბოლო დროს გაჩაღებულია ბრძოლა ბერძნული მაფიის წევრებს შორის პირველობის მოსაპოვებლად ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე. ეს ყოველივე კი ნათელს ხდის რომ გამთენიისას მომხდარი აფეთქება იყო  გამაფრთხილებელი დარტყმა ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მფლობელზე და არა უბედური შემთხვევა.

“ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ეკუთვნის ერთ–ერთი ცნობილი ღამის კლუბის მფლობელს, რომელიც შენობის უკანა ნაწილში მდებარეობს. 8-10 წლის წინაც დადეს ბომბი, რომელმაც ზუსტად იგივე ზიანი გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი და მთელი სამეზობლოს სახლების ყველა შუშა ჩამსხვრეულია, რადგან იყო ძალიან ძლიერი აფეთქება, იმდენად ძლიერი, რომ მთელი საცხვრებელი კორპუსი შეზანზარდა.” აცხადებს ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის შენობაში მცხოვრები მეზობელი.

მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ამ უსამართლოდ გაჩაღებული ბრძოლის შესაჩერებლად პასუხისმგებელი უწყებები ცდილობენ გახსნან საქმე მაღაზიის მფლობელის კონტაქტებსა და საქმიანობის დეტალებზე დაკვირვებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *