Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

როდოსი: 18 წლის გოგონამ და ორმა არასრულწლოვანმა ტანკერიდან 50 000 ევრო მოიპარეს

როდოსი: 18 წლის გოგონამ და ორმა არასრულწლოვანმა ტანკერიდან 50 000 ევრო მოიპარეს

დადგენილია ორი არასრულწლოვანი ბიჭისა და 18 წლის გოგონას ვინაობა კამერების დახმარებით, რომლებიც მცირე ბიზნესის მწარმოებლებს ჰქონდათ დაყენებული მაღაზიებში კოსკინუეს უბანში, როდოსზე. დამნაშავეებმა ბენზინგასამართ-სადგურის მფლობელის ტანკერი გახვიტეს და წაართვეს ჩანთა, რომელშიც 50 000 ევრო ედო. 

ქურდობა 14 მარტს მოხდა. მაშინ, როცა სადგურის მფლობელი სახლის სახურავზე იმყოფებოდა მილსადენების დასაერთებლად, რათა ბენზინგასამართი სადგური ნავთობით მოემარაგებინა. დაზარალებულს, 50 000 ევროს ოდენობის თანხით სავსე ჩანთა მანქანაში ჰქონდა დატოვებული და როგორც აღმოჩნდა მას მანქანის კარის დაკეტვა დაავიწყდა. ცნობილია რომ მას ეს თანხა ნავთობით მომმარაგებლებისთვის  შეძენილი ნავთობის საფასურის გადასახდელად ქჰონდა გამზადებული. როდესაც დაზარალებული ტანკერს მიუახლოვდა აღმოაჩინა, რომ ჩანთა გაუჩინარდა. 

გამოძიების შედეგად დადგინდა რომ დამნაშავეები 18, 16 და 13 წლის ბავშვები არიან, თუმცა ისინი უარყოფენ რაიმე კავშირს მომხდართან და რადგან სამართალდამცავმა ორგანოებმა მათი დაკავება დანაშაულის ადგილზევე ვერ შეძლეს ისინი ამჟამად გათავისუფლებულები არიან წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.

მოპარული თანხა აღმნოჩენილი არ არისს, თუმცა გამოძიება გრძელდება და საქმე აღძრულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ქურდობის მუხლით. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *