ბრაზილიის თავზე ფრენისას Airbus-ის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა
ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახავს შოკისმომგვრელ მომენტს, როდესაც Airbus A321-ის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის თავზე ფრენისას მასში ფრინველი შეფრინდა.
ჩილეს კუთვნილი ავიაკომპანიის LATAM Airlines-ის თვითმფრინავი სალვადორიდან სან პაულოს მიმართულებით სამსაათიან ფრენას ასრულებდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს ძრავაში გაჩნილი ხანძრის ალი, რის შემდეგაც პილოტი უკან ბრუნდება, რათა სასწრაფო დაშვება განახორციელოს Salvador-Deputado Luís Eduardo Magalhães საერთაშორისო აეროპორტში.
მას შემდეგ, რაც პილოტმა სასწაულებრივად დასვა თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე, მგზავრებმა ტაში დაუკრეს ოსტატური მანევრებისთვის. ერთი მგზავრი იმდენად მადლიერი იყო, რომ გადარჩა, რომ თვითმფრინავიდან მუხლებზე მდგარი ჩამოვიდა.
ავიაკომპანიის სპიკერის განცხადებით ყველა მგზავრი კარგად იყო და უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილები სხვა რეისებზე.
ვიდეო:
