ბრიტანეთი: მესამე პირი ქეითისა და უილიამის ქორწინებაში? ახალი შეთქმულების თეორიები სასახლეში თავის ტკივილს იწვევს.
ბრიტანეთი: მესამე პირი ქეითისა და უილიამის ქორწინებაში? ახალი შეთქმულების თეორიები სასახლეში თავის ტკივილს იწვევს.
ამერიკელმა კომიკოსმა, წამყვანმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა სტივენ კოლბერტმა განაცხადა, რომ უელსის პრინცესას საზოგადოების თვალიდან გაუჩინარება მის ქორწინებში მესამე პირის გამოჩენის დამსახურებაა.
მაშინ როცა სასახლე ცდილობს დაივიწყოს ქეით მიდლტონის სამ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოს სკანდალი, ბრიტანული პრესა უბრუნდება პრინც უილიამის სავარაუდო საყვარლის, როუზ ჰენბერის თემას. როუზი სამეფო ოჯახის დიდი ხნის მეგობარი იყო და როდესაც შეიტყო ქეითის მუცლის ოპერაციის შესახებ, მან მის მეუღლესთან ერთად დიდი სიყვარული და მოკითხვა გაუგზავნა სწრაფი გამოჯანმრთელებითვის.
ბრიტანეთის მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა ხდება პრინც უილიამსა და მის სავარაუდო საყვარელს შორის მაშინ, როცა მისი ცოლი კენსინგტონის სასახლეში გადის რეაბილიტაციას?
სამშაბათს საღამოს ამერიკელმა კომიკოსმა, წამყვანმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა სტივენ კოლბერტმა თავის გადაცემაში განაცხადა, რომ უელსის პრინცესას საზოგადოების თვალიდან გაუჩინარება მის ქორწინებში მესამე პირის გამოჩენის დამსახურებაა. ამ პოზიციას იზიარებენ მისი მიმდევრებიც სოც. მედიაში და კომენტარებში წერენ რომ ქეითის გაქრობა საზოგადოების თვალთახედვიდან უშუალო კავშირშია მისი მეუღლის უკანონო ურთიერთობასთან. “რათქმაუნდა ყველა ვხვდებით, რომ “სხვა ქალი” მარკისია როუზ ჰამბერია” აცხადებს სტივენ კოლბერტი.
ზემოთ ხსნებეული “სხვა ქალი” ყოფილი მოდელი და კონსერვატიული პოლიტიკოსის მაიკლ გოვის პარტნიორი როუზ ჰანბერი გახლავთ, რომელიც 2009 წლის ივნისში ლორდ ჰოლმენდელეიზე დაქორწინდა. ლორდ ჰოლმენდელეისთან მას სამი შვილი შეეძინა. აღსანიშნავია რომ ყოფილი მოდელი ვებ-დიზაინერის ტიმოთი ჰანბერის და დიზაინერი ემა ჰანბერი ლონგმანის ქალიშვილია.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა კენსინგტონის სასახლის მხრიდან, შეჩერებულიყო ჭორები პრინც უილიამთან დაკავშირებით, რომ ცოლს ღალატობს, ქეით მიდლტონის ფოტოს გავრცელების შემდეგ რომელზეც მან განაცხადა, რომ მცირე ცვლილებები შეიტანა გარეგნობაში, რადგან უყვარს ექსპერიმენტები, სადავეების აღება გართულდა.
ცნობილია, რომ კოლბერტის გადაცემა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიებში არ გადის. თუმცა აშშ-ში მას 2 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ამან კი კომიკოსის განცხადების ვირუსული გავრცელება გამოიწვია, რაც მიზეზი გახდა ეს ამბავი სამეფო კარის ყურამდეც მისულიყო.