Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხანია:სუროგაციის გზით დაბადებულ ოთხ ბავშვს დნმ-ის ტესტი გაუკეთდება

ხანიაში, სუროგატი დედების საშუალებით დაბადებული ჩვილების უკანონოდ გაშვილებისა და ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით, ხანიას გენერალური საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ამჟამად ოთხი ჩვილია განთავსებული.

ორშაბათს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დასრულდა კიდევ ერთი სუროგატი დედის მშობიარობა, რომელმაც ტყუპი ბიჭი გააჩინა. ადგილობრივი  ინფორმაციით, ახალშობილები საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში დნმ-ის ტესტის ჩატარებამდე დარჩებიან .

აღნიშნულია, რომ სუროგატი დედა წარმოშობით ქართველია და სავარაუდოდ სუროგაციის ცენტრთან თანამშრომლობდა.

ორშაბათს (14/8), რეპროდუქციული განყოფილების მფლობელ გინეკოლოგს, განყოფილების ემბრიოლოგს, სტრუქტურის მდივანს, ასევე ქალს, რომელიც თითქოსდა  შუამავლის როლს ასრულებდა,  ჩვილების უკანონო გაშვილებისა და ტრეფიკინგის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

განყოფილების ბებიაქალი, განყოფილების ბიოლოგი, კლინიკის თანამშრომელი და ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ასევე მოქმედებდა როგორც შუამავალი უკანონო გაშვილებებში, შემზღუდავი პირობებით გაათავისუფლეს.

ხანიას პროკურატურაში ბრალდებულთა დაკითხვის პროცესი კვირას(13/8) დილით დაიწყო.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *