Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

გაეცანით მართმადიდებულ ტაძარს რომელიც მსოფლიოში ყველაზე დახრილი შენობაა

გაეცანით მართმადიდებულ ტაძარს რომელიც მსოფლიოში ყველაზე დახრილი შენობაა

უნიკალური მთელ მსოფლიოში. მართლმადიდებლური ეკლესია ხატების გარეშე, რომელიც პოპულარულ სამლოცველად იქცევა.

იცოდით, რომ ქალაქ ტრიკალასთან ძალიან ახლოს და უფრო კონკრეტულად სოფელ როპოტოში არსებობს მსოფლიოში ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ხატების და მცირედი იკონოგრაფიის გარეშეც, პოპულარულია ძირითადად ახალგაზრდა მომლოცველებისთვის?

საუბარია როპოტოს წმიდა ღვთისმშობლის ტაძარზე, რომელიც უნიკალური შენობაა. ის მსოფლიოში ყველაზე მეტად დახრილი შენობა გახლავთ, მისი დახრა 17 გრადუსით არის და საოცრებას წარმოადგენს ის რომ შენობა დგას თითქმის თავდაყირა ოდნავი ბზარის გარეშეც კი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დახრილი შენობა, პიზის დახრილი კოშკი, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებამდე 5,5 გრადუსით იყო დახრილი, დღეს კი მისი დახრილობა 3,97 გრადუსით შემოიფარგლება.

იხილეთ Up Stories-ის გუნდის ვიდეოს და გაიგეთ ყველაფერი ამ იშვიათი ტაძრის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება გრავიტაციის კანონებს და სტუმრებს თავბრუდახვეულებს და გაოცებულებს ტოვებს.

იხილეთ ვიდეოები:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *