Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

გაზაფხულს თბილ ამინდებთან ერთად დედისა და ქალთა დღის დღესასწაულებიც მოაქვს

გაზაფხულს თბილ ამინდებთან ერთად დედისა და ქალთა დღის დღესასწაულებიც მოაქვს

1996 წლის 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა, 8 მარტის დღესასწაული აღადგინა. ამრიგად, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ 3 და 8 მარტი და ოფიციალურად ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული.

მაშინ როცა დედის დღე საოჯახო დღესასწაულია და მისი მთავარი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი. ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია და უფრო სხვა ჭრილში წარმოადგენს ქალს.

ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს. ქალთა გლობალური ასოციაციის, „ავრორას“ საიტზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება. ეს ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ადგილობრივი მოვლენების მსოფლიო მასშტაბით გაშუქებას.

2025 წლის 8 მარტს დაგეგმილი ფემინისტური მსვლელობების მთავარ მოთხოვნად ისევ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა რჩება და აღნიშნული მოთხოვნა კიდევ ერთხელ მოუწოდებს პასუხისმგებელ ორგანოებს შემოჰკრან განგაშის ზარი იმ რიგირ ფაქტების არსებობის გამო, რომლებიც ამ დრომდე ფიქსირდება სხვადასხვა კერძო თუ საჯარო კომპანიებსა და სივრცეებში.

განსხვავებული ხელფასები, თუ დამოკიდებულება სამუშაო სივრცეებში ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია გენდერული უთანასწორობისა, რომელიც ამ დრომდე მნიშნელოვან პრობლემად რჩება არამხოლოდ საბერძნეთის, არამედ სრულიად მსოფლიოს მასშტაბით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *