Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

გამოძიება 30 წლის მამაკაცის საზარელ მკვლელობაზე და დანაწევრებაზე გრძელდება-ახალი დეტალები საქმეში

ხელები ჯერ არ არის ნაპოვნი, რაც ართულებს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას – სამი მუშა, ვინც ის იპოვა, შოკში რჩება.

მიმდინარეობს გამოძიება 30 წლის მამაკაცის საზარელ მკვლელობასა და დანაწევრებაზე, რომელიც სამშაბათს (18/7) შუადღისას ხანიაში გამოვლინდა, როდესაც მექანიკური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლებმა ადამიანის მოკვეთილი თავი იპოვეს ჩანთაში.

მოკლული 30 წლის მამაკაცი წარმოშობით ინდოეთიდანაა. გავრცელებული ცნობით, საზარელი დანაშაული რეთიმნოში მოხდა, რადგან ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩანთაში ქვითრები და ცარიელი სპრეის ბოთლები აღმოაჩინეს, რომლებიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ ტერიტორიასთან.

რაც შეეხება მკვლელობის ჩადენის ვადას, თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ დიდი ალბათობით ის არ უნდა აღემატებოდეს 5-7 დღეს, როგორც ეს სასამართლო ექსპერტიზადან ჩანს.

ძიების პროცესში პოლიცია დაუკავშირდა დიდ სასტუმროებს, რომლებმაც დაიქირავეს პერსონალი მესამე ქვეყნებიდან,  თუმცა ვინმეს გაუჩინარება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. საქმის გამოძიებას კიდევ უფრო ართულებს შესაძლებლობა, რომ გარდაცვლილს საბერძნეთში იურიდიული დოკუმენტები არ ჰქონდა.

თუმცა მიჩნეულია, რომ მოძალადე და მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ და  დანაშაულის მოტივი მათ შორის კამათია.

გენერალური მენეჯერის, კოსტას პატერაკის თქმით, სამი მუშა, რომლებმაც მოჭრილი თავი იპოვეს შოკში არიან.

თავდაპირველად თავის დანახვისას, მუშას ეს თოჯინა ეგონა, რადგან ვერ წარმოიდგენდა, რომ ვიღაცამ მოჭრა და ურნაში ჩააგდო ადამიანის თავი.

ცოტა ხნის შემდეგ მამაკაცის მუხლიდან ქვემოთ მოკვეთილი ფეხები და შინაგანი ორგანოების ჩანთები იპოვეს. თუმცა, ხელები ჯერ არ არის ნაპოვნი, რაც ართულებს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას, რადგან თითის ანაბეჭდები არ არსებობს. თუმცა, იმავე მუშებმა განაცხადეს, რომ ცოტა ადრე მათ გაატარეს დახურული ჩანთები, რომლებიც ძლიერ სუნს გამოსცემდა, ამიტომ შესაძლებელია ხელები უკვე ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს.

აღნიშნულია, რომ თუ ხელები ან სხეულის სხვა ნაწილები მწვანე ურნაში გადაიყრება, მაშინ ისინი აღმოჩნდება არა ხანიაში, არამედ ამარიოს ქარხანაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *