განათლების სამინისტრო: უამინდობის შედეგად გამოწვეული საფრთხის თავიდან ასარიდებლად 21 იანვარს დაიკეტება სკოლები და უნივერსიტეტებში გაუქმდება ჩანიშნული გამოცდები
განათლების სამინისტრო: უამინდობის შედეგად გამოწვეული საფრთხის თავიდან ასარიდებლად 21 იანვარს დაიკეტება სკოლები და უნივერსიტეტებში გაუქმდება ჩანიშნული გამოცდები
სახელმწიფო აპარატი სრულ მზადყოფნაშია ამინდის ექსტრემალური პირობების გამო, რომელიც, როგორც საბერძეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, დღეს ღამიდან უწყვეტად იჩენს თავს.
უამინდობის ფენომენის გამო საჯარო მოხელეებს შეუძლიათ არ გამოცხადდნენ სამსახურში. 21 იანვარს არ ჩატარდება სკოლებში გაკვეთილები, ხოლო უნივერსიტეტებში გამოცდები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დასაბუთებული სამსახურში არ გამოცხადების უფლება არ ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომელთა მოვალეობები პირდაპირ კავშირშია ცუდი ამინდის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებასთან, რაც ამჟამად სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ვლინდება ძლიერი ქარის, ძლიერი შტორმისა და თოვლის სახით.
