Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

განგაში კისამოში: მამაკაცმა ცოლი მძევლად აიყვანა და სახლის აფეთქებით იმუქრება

ხანიაში, კასტელი კისამოში, დღეს 11:30 საათიდან ასაფეთქებელი მოწყობილობოთ შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლად აიყვანა ცოლი, საკუთარ სახლში ჩაიკეტა და მისი აფეთქებით იმუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ბრიგადები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებას  და  ცდილობენ დაარწმუნონ მის განეიტრალებას.

მამაკაცის სახლი, რომელშიც ის, ცოლთან ერთად არის ჩაკეტილი  გარშემორტყმულია პოლიციის  ძალების მიერ.

ამავე დროს, აფეთქების საშიშროების გამო მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებული პოლიციის ჯგუფი მზად არის ჩაერიოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს თუ მამაკაცი  შეეცდება განახორციელოს მუქარა .

მამაკაცი სახლის აფეთქებით მას შემდეგ იმუქრება, რაც მასზე დაკავების ორდერი გაიცა და პოლიცია მივიდა მის დასაკავებლად, რადგან მანამდე ის სატელეფონო ზარით ხანიის პროკურატურაში ბომბის დადებით იმუქრებოდა.

მამაკაცმა თავდაპირველად მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებზე დინამიტით და დანით  თავდასხმა სცადა, შემდეგ კი სახლში ჩაიკეტა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *