Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
საბერძნეთი

შეეძლო თუ არა სანაპირო დაცვას თავიდან აეცილებინა ემიგრანტების გემის კატასტროფა საბერძნეთში

საბერძნეთში ჩნდება კითხვები იმის შესახებ, შეეძლო თუ არა სანაპირო დაცვას მეტი გაეკეთებინა მიგრანტების გემის ტრაგედიის აღსაკვეთად, რომელმაც მინიმუმ 78 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საბერძნეთის სანაპირო დაცვა ამბობს, რომ მათ დასახმარებლად საკუთარი გემებისა და სავაჭრო გემების ძალისხმევა არაერთხელ იქნა უარყოფილი, ბორტზე მყოფი ხალხი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მათ სურდათ იტალიაში წასვლა.

პარტია SYRIZA-ს  ლიდერმა ალექსის ციპრასმა მიანიშნა, რომ სანაპირო დაცვას მეტი უნდა გაეკეთებინა.

აქტივისტი ნავალ სუფი, რომელიც პირველი დაუკავშირდა გემის მგზავრებს ფეისბუქის პოსტში ამტკიცებს, რომ მიგრანტებმა დახმარებაზე არამარტო უარი არ თქვეს, არამედ ნებისმიერ ფასად ითხოვდნენ შველას.

მისი თქმით, მიგრანტთა ნავის კაპიტანმა გემი მიატოვა და მგზავრები ვეღარ გაემგზავრნენ იტალიაში, რადგან არ იცოდნენ როგორ ეცურათ იქამდე.

ნიკოს სპანოსი, საბერძნეთის სანაპირო დაცვის გადამდგარი ოფიცერი, ამბობს, რომ საბერძნეთი უნდა ჩარეულიყო გემის ჩაძირვამდე, კაპიტანი  გაიქცა და ამიტომ საბერძნეთი უნდა ჩარეულიყო.

ემიგრანტების გემი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით 47 საზღვაო მილში იმყოფებოდა როდესაც ჩაიძირა. ის საერთაშორისო წყლებში იყო, მაგრამ საბერძნეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა სამძებრო-სამაშველო დონეზე.

სანაპირო დაცვას უნდა გაეგზავნა ყველა არსებული გემი ემიგრანტების გადასაყვანად, თქვა სპანოსმა.

თავის მხრივ საბერძნეთის სანაპირო დაცვა ბრალდებებს უარყოფს. სანაპირო დაცვის სპიკერმა, კაპიტანმა ნიკოლაოს ალექსიუმ, უარყო ბრალდებები დაუდევრობის შესახებ და განაცხადა, რომ ოპერაციას, რომელიც აიძულებდა მიგრანტთა გემს შეეცვალა კურსი ბერძნული პორტის მიმართულებით, შეიძლება ბევრად ადრე გამოეწვიათ მისი  ჩაძირვა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მიგრანტების გემი დააფიქსირეს როგორც სანაპირო დაცვის ვერტმფრენებმა, ასევე Frontex-ის თვითმფრინავმა, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ უბრძანა მახლობლად მცურავ  გემებს მასთან მიახლოება.

მგზავრებმა მიიღეს მარაგი პირველი გემიდან, რომელიც მათ მიუახლოვდა, მაგრამ უარი თქვეს დახმარებაზე  მეორე ახლოს მისული გემიდან.

„ადგილზე ვიყავით. ჩვენც ვცადეთ მათთან ტელეფონით მოლაპარაკება და დახმარება, მაგრამ მათ კატეგორიული უარი გვითხრეს და აცხადებდნენ, რომ ნავზე დარჩენა და იტალიაში წასვლა უნდოდათ.

ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ჩვენ მივიღებდით მათი ნების საწინააღმდეგოდ, 100-200 კაცით გარე გემბანზე, ალბათ გამოიწვევდა გემის ჩაძირვას.  ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე და არა ტვირთზე”-განაცხადა საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა.

საბერძნეთმა მიგრანტების გემის ჩაძირვის ფაქტზე ორი გამოძიება დაიწყო..

“არ არის აღნიშნული დაკავებულთა კონკრეტული რაოდენობა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან არალეგალური მიგრანტებით ვაჭრობაში საბედისწერო გემზე- ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *