Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

გერმანია: ჩრდილოეთის ზღვაში სატვირთო გემების შეჯახება მოხდა

ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის კუნძულ ჰელგოლანდის მახლობლად, დღეს საბერძნეთის დროით დილის 06:00 საათზე, ორი სატვირთო გემი Polesie da Verity  ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად არიან უგზო- უკვლოდ დაკარგული ადამიანები.

ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი  Verity ჩაიძირა. ცენტრალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ წყლიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მაშველები კიდევ რამდენიმეს ეძებენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამაშველო ნავები, პოლიციის კატარღები თვითმფრინავი სპეციალური სენსორებით და ვერტმფრენი.

Veriry გერმანიიდან, ბრემენიდან, ინგლისის იმმინგემის პორტის მიმართულებით მიცურავდა.

რაც შეეხება ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავ მეორე გემს Polesie, 22 კაციანი ეკიპაჟით, რომელიც ჩაძირვას გადაურჩა, ის ჰამბურგიდან ესპანეთის ლა კორუნას პორტის მიმართულებით მიცურავდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *