გერმანელი ქალის მკვლელობა პელიონში: “დამაგვიანდა პოლიციისთვის შემეტყობინებინა, რადგან მეძინა”- ამბობს ქმარი
პოლიციის მცდელობა, გაარკვიოს სამხრეთ პელიონში მომხდარი, 59 წლის გერმანელი ტურისტი ქალის მკვლელობა, რომელიც ზურგის არეში მოხვედრილი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა, ჩიხში შევიდა.
გარდაცვლილის 62 წლის ქმარი, რომელმაც ის იპოვა 24 ივლისს, ჩვენებაში ამტკიცებდა, რომ ქალი ცოცხალი იყო, როდესაც ტექნიკოსი, რომელიც მათ სახლში სამუშაოს შესასრულებლად იმყოფებოდა სახლიდან გავიდა, რა დროსაც მას ეძინა და როცა გაიღვიძა, დაინახა, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილი იწვა ეზოში. მან ამგვარად გაამართლა, თუ რატომ დააგვიანა თითქმის ხუთი საათით პოლიციისთვის შეეტყობინებინა მეუღლის გარდაცვალება.
ტექნიკოსმა დაადასტურა მისი ჩვენება, თუმცა თქვა, რომ არ იცის, მოხდა თუ არა რამე მისი წასვლის შემდეგ.
58 წლის ქალის უსიცოცხლო სხეული იწვა გალავნის ჭიშკრის წინ, მიმართულებით სახლისკენ, რაც ადასტურებს, რომ ის სახლში შედიოდა, როდესაც ზურგიდან ტყვია მოხვდა.
პოლიცია იძიებს სცენარს, ჰქონდა თუ არა მას დავა ვინმესთან, რომელმაც სახლში მისვლისას ესროლა. თუმცა, მეზობლების გამოკითხვისას არ აღმოჩნდა, რომ რომელიმე მათგანს რაიმე უთანხმოება ჰქონოდა გერმანელ ქალთან ან მის მეუღლესთან.
ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, აღმართია, რაც ნათელს ჰფენს, თუ რატომ იყო გარდაცვლილის სხეულში შემავალი ჭრილობა ქვემოდან ზემოთ მიმართული, თუმცა ეს შედარებით მცირე მანძილიდან უნდა მომხდარიყო, რადგან 22-კალიბრიანი პისტოლეტი, რომლითაც მას ესროლეს, დიდ მანძილზე კარგავს ძალას და ტყვია მხოლოდ მსუბუქად დაჭრიდა ქალს.
თუმცა, ტყვიამ შეაღწია მარცხენა ფილტვში და მიაყენა გამჭოლი ჭრილობა გულში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის იყო ნასროლი შედარებით ახლო მანძილიდან, მაგრამ არა იმდენად, რომ სროლის დროს ჭრილობის გარშემო დამწვრობა განვითარებულიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფს გავრცელებულ ვერსიას, რომ 59 წლის ქალი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. პოლიცია ტყვიის ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს და შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული მტკიცებულებების ექსპერტიზას ელოდება.
