Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი – აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა

გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი – აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა

გულის ამაჩუყებელია დედის სიტყვები პატრადან, რომელმაც 18 წლის შვილს ღვიძლი გადაუნერგა.

ალექსანდრა ხარალაბოპულუმ გაზეთ “Πελοπόννησος“-ში ისაუბრა ტკივილზე, რომელიც მისმა ვაჟმა გაიარა წლების განმავლობაში და დღეზე, როდესაც ღვიძლის გადანერგვამ წარმატებით ჩაიარა.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია რიგით მესამედ ჩატარდა უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე ცოცხალი ადამიანის ორგანიზმიდან.

დონორი დედა სამშაბათს გამოწერეს საავადმყოფოდან და ამ დრომდე უჩუყდება გული მის შვილზე საუბრისას, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას.

“მოუთმენლად ველოდი ამ დღეს. ბოლო 3 თვის განმავლობაში ქაოტურად მაწუხებდა ფიქრები, მაგრამ ოპერაციის დღეს არაფერი მადარდებდა ხრისტოს ჯანმრთელობის გარდა. იმდენად ბრმად ვენდობი ექიმს, რომ რაც არ უნდა ეთხოვა ყველაფერზე თანახმა ვიყავი. არ მადარდებდა რომ მე ვიქნებოდი დონორი. გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი, თვალებსაც.. ყველაფერს მივცემდი..” – განაცხადა ალექსანდრა ხარალაბოპულუმ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *