Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები

ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები

შოკისმომგვრელი იყო ექიმის განცხადება, რომელმაც 5 და 6 წლის და-ძმა გასინჯა.

ექიმმა დეტალურად აღწერა მოვლენები და ისაუბრა მიზეზებზე, რამაც ექიმები მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე რომ გოგონას ძმაც გაესინჯათ და სწორედ არასრულწლოვნების სხეულებზე აღმოჩენილი ანალოგიური დამწვრობები აღმოჩნდა საფუძველი იმისა, რომ ევარაუდათ, რომ ბავშვები ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან.

“გოგონას კლინიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, უფრო მეტად დამწვრობები, რომელთაგანაც უმეტესობა მოშუშების პროცესში იყო, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი შრამად დარჩენილი. შეკითხვაზე, თუ როდიდან აღენიშნებოდა ბავშვს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები და ჰყავდა თუ არა ექიმთან, დედამ მიპასუხა, რომ აღნიშნული დაზიანებები გამუდმებული ქავილისგან აქვთ მიყენებული და გამომდინარე იქიდან, რომ

ნევროლოგიური პრობლემების გამო ვერ მუშაობს ექიმთან წაყვანაც ვერ მოახერხა.  კლინიკური დათვალიერების პროცესში დედა საეჭვოდ იქცეოდა და სწორედ ეს გახდა საფუძველი საჭიროდ ჩაგვეთვალა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაც, რომელსაც აღენიშნებოდა სახისა და ზედა კიდურების არეში დრამატული დაზიანებები.”- აცხადებს ექიმი.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული თავად იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თავშესაფარში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *