Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

გულსისხლძარღვთა დაავადებები – რომელი პაციენტები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს

გულსისხლძარღვთა დაავადებები – რომელი პაციენტები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს

გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი ქცევითი რისკის ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემებით, რომელი კვლევაც დანიის სრულ მოსახლეობაზე ჩატარდა მიოკარდიუმის ინფარქტითა და თავის ტვინის ინსულტით დაღუპულთა უმეტესობას დიაბეტი ჰქონდა.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, მიუხედავად დაავადების სახეობისა. ამ პათოლოგიის განვითარების რისკებისა და სახიფათო ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ დროულად იგრძნოთ საშიშროება. 

თქვენი პერსონალური რისკი დამოკიდებულია აღნიშნულ დაავადებათა განვითარებასთან ასოცირებულ ფაქტორებზე, რომელთა ერთი ნაწილის კონტროლი შეუძლებელია, ხოლო დანარჩენების კონტროლს თქვენ შეძლებთ.

ფაქტორები,რომელთა კონტროლსაც თქვენ შეძლებთ:

  • ქოლესტეროლის შემცველობა სისხლში
  • ფიზიკური აქტივობა
  • თამბაქოს მოხმარება
  • წონა
  • არტერიული წნევა
  • შაქრიანი დიაბეტი

ძირითადი ნიშნები და სიმპტომები საერთოა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების უმრავლესობისათვის.
თუ თქვენ პერიოდულად გაქვთ შემდეგი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს:

  • ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
  • უცებ განვითარებული დაღლილობის შეგრძნება
  • აჩქარებული გულისცემა (100 და მეტი დარტყმა წუთში)
  • არარეგულარული გულისცემა
  • ტკივილი გულმკერდის მიდამოში ან დისკომფორტი ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც იხსნება დასვენების შემდეგ
  • სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას და მოსვენებით მდგომარეობაში
  • ძილის დარღვევები
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *