Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დაკავებული, რომელიც ორსულ ცოლს ჩანგლით დაესხა თავს, არამხოლოდ ცოლზე, არამედ მის არასრულწლოვან შვილზეც ძალადობდა ფიზიკურად

დაკავებული, რომელიც ორსულ ცოლს ჩანგლით დაესხა თავს, არამხოლოდ ცოლზე, არამედ მის არასრულწლოვან შვილზეც ძალადობდა ფიზიკურად

39 წლის ორსულ ქალზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მხოლოდ ცოლი არ ყოფილა 43 წლის კაცისგან ძალადობის მსხვერპლი.

კაცი მათ არასრულწლოვან ქალიშვილზეც ძალადობდა ფიზიკურად, რის გამოც გოგონა 2-ჯერ გაიქცა სახლიდან.

ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვთა ღიმილი” აცხადებს, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს ორგანიზაციაში ზარი შევიდა არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებით, რომელსაც ქუჩაში ეძინა. გოგონა სახლიდან მშობლებთან ჩხუბის შემდეგ გამოიქცა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ გოგონას მშობლები დააკავეს, ხოლო არასრულწლოვანი კი მის ნათესავებს გადასცეს.

მეორე ძალადობის შემთხვევა 2023 წლის 3 იანვარს დაფიქსირდა. ორგანიზაციას ამჯერად უკვე თავად გოგონას ოჯახი დაუკავშირდა და მის საპოვნელად დახმარება სთხოვა. გოგონა 2022 წლის 30 დეკემბრიდან იყო გაუჩინარებული. ორგანიზაციას 5 იანვარს შეატყობინეს, რომ გოგონა იპოვეს.

39 წლის ორსული ქალი ამ დრომდე გადის მკურნალობას სამშობიარო კლინიკა “ატიკონ”-ში. მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული სახისა და თვალების არეში ჩანგლით.

ექიმები აცხადებენ, რომ ქალს სრულად დაუბრუნდა მხედველობა ერთ თვალში, თუმცა მეორედან ჯერ ვერ ხედავს და არსებობს იმის საფრთხე, რომ ვერასდროს შეძლებს დანახვას. 

ბავშვის სიცოცხლეს, რომელსაც მუცლით ატარებს, საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *